საჩივრების დიდ რაოდენობას საარჩევნო მოხელეების დაბალ დონეს უკავშირებენ
21 ოქტომბერს მარნეული განსაკუთრებული ინტერსის ქვეშ იქცა. გახსოვთ ალბათ, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების გახმაურებული ყიზილაჯილოს 48-ე უბანი და ქვების სროლა.
წელს თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ექსესების გარეშე მიდინარეობდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ არჩევნებამდე 33 დღით ადრე თავად მმართველ გუნდში მოხდა ცვლილება. ადგილობრივი ამირან გიორგაძე, რომელმაც არაერთხელ დაგვიდასტურა მისი წარდგენა მერის პოზიციაზე მარნეულელებისთვის უცნობმა თემურ აბაზოვმა შეცვალა… მარნეულში ეცადნენ ეს გაეპროტესტებინათ, სათაო ოფისში დროშებიც ააფრიალეს, მაგრამ მოლაპარაკებების შედეგად გადაიფიქრეს ან გადააფიქრებინეს..
მარნეულმა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მედიის და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ინტერესი გამოიწვია, 19 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ყიზილაჯილოს შტაბის წინ საღამოს 11 საათზე დღემდე უცნობმა პირებმა ცეცხსასროლი იარაღით 5 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი იყო. მან არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა, მაგრამ ექიმები მის მდგომარეობას ისევ მძიმედ აფასებენ ის მეექვსე დღეა ისევ მართვის სუნთქვაზეა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია არჩევნების ჩატარებას დადებითად აფასებს. მარნეულში არჩევნებს ოთხი ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი აკვირდებოდა. „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ მობილური ჯგუფით მარნეულში მუშაობდა. ორგანიზაციის იურისტი შოთა თუთფერიძე დარღვევებზე საუბრობს:
შოთა თუთფერიძის თქმით, კომისიის წევრების კვალიფიკაციის საკითხიც იდგა, კომისიის წევრებმა არ იციან საარჩევნო კანონმდებლობა , რაც გამოიხატა იმაში, რომ ადგილობრივ დამკვირვებლებისგან არ იღებდნენ საჩივრებს. „უამრავი ადმინისტრაციული ხასიათის საჩივარი დღემდე იწერება“ ამბობს სამართლიანი არჩევნების რეგიონალური კოორდინატორი ლია ნოღაშვილი და თვლის რომ კომისიის წევრების მოუმზადებლობის, პროცედურების არ ცოდნის გამო ამომრჩევლლის ხმა შეიძლება დაიკარგოს ან ბათილად ცნონ.
ლია ნოღაშვილის თქმით, ორგანიზაცია რომელიც საარჩევნო მოხელეების მომზადებაზე ზრუნავს პასუხი უნდა აგოს მათ დაბალ კვალიფიქაციაზე.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments