ყველაზე დიდი ნდობა თემურ აბაზოვს თამარისში გამოუცხადეს
მარნეულში, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების ჩატარებას მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში დადებითად აფასებენ. არჩევნებზე 98259 ადამიანიდან 30.8% ამომრჩეველი მივიდა. პარტია „ქართული ოცნების „ პროპორციული სიის პირველი ნომრის ამირან გიორგაძის შეფასებით, როგორც ყოველთვის წელსაც აქტივობა დაბალი იყო.
არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ ჩვენ ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ, მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნების შედეგებს დადებითად აფასებს.
თემურ აბაზოვმა ხმების 69.9% მიიღო ხმების უმეტესობა სოფლ თამარისში მოიპოვა,მას მხარი 780-მა ადამიანმა დაუჭირა. მისი მხარდამჭერების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაბა შაუმიანის ყოფილი სამხედრო ბაზის საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. მან 37 ხმა მიიღო.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments