ჯეიხუნ ჩოვდაროვის მდგომარეობა გაუმჯობესდა

chovdarovi

რადიო “მარნეულისთვის” ცნობილი გახდა , რომ ყიზილაჯლოს მაჟორიტარის, ჯეიხუნ ჩოვდაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორი ტატიანა შენგელაია გვაწვდის.

ჯეიხუნ ჩოვდაროვი მარნეულის ” ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მას მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

19 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მარნეულის მუნციპლიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

ყიზილაჯლოს მაჟორიტარ ჯეიხუნ ჩოვდაროვთან ერთად საავადმყოფოში მისი სიმამრი აზად ჩობანოვი და პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ვუგარ ბაირამოვი, ელმარ გუსეინოვი და ანარ მამიშვო იყვნენ მოთავსებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოვდაროვმა 78.34% აიღო,  რაც 967 ამომრჩეველს უდრის.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register