“1+4″ პროგრამის შესახებ ბევრ სკოლაში მოსწავლეებს ინფორმაცია არ აქვთ”- ჯეიჰუნ მუჰამედალი

JEIXUN

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და ასევე გაეროს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ტრენინგები ტარდება ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, სადაც განიხილავენ   ადრეული ქორწინების მავნებლობასა და   სწავლის აუცილებლობას. როგორც პროექტის ერთ-ერთი ტრენერი, ჯეიხუნ მუჰამედალი ამბობს მთავარ მიზანს ეთნიკურ უმცირესობებში  ადრეული ქორწინების შემცირება წარმოადგენს. სამიზნე აუდიტორია კი უფროსკლასელები არიან, როგორეც თავად ამბობს მათთან მუშაობა საინტერესოა. ჯეიხუნ მუხამედალი ადრეულ ქორწინებას განათლების დაბალ დონეს უკავშირებს და ამბობს, რომ ტრენინგები სწორედ ახალგაზრდების ცონობიერების ამაღლების კუთხით ტარდება.

 

2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
2010 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში  2010 წელს 247 ხოლო 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით ამ პროგრამაზე 960 სტუდენტი ჩაირიცხა.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register