ახალი მერის ზოგადი სამომავლო გეგმები და გამგეობაში შესვლისთანავე დეტალებში გარკვევა -ინტერვიუ თემურ აბაზოვთან

temur abazovi

მარნეულელებისთვის დაახოლოებით ერთი თვით ადრე გახდა ცნობილი, რომ მარნეულის მერობისთვის ამირან გიორგაძის ნაცვლად ჩანაცვლებული კანდიდატი თემურ აბაზოვი იბრძოლებდა. მას მანეულში თითქმის არავინ სცნობდა, ადგილობრივი თვითმართველობის აჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიეცა საშუალება მოსახლეობას გაცნობოდა.მან მარნეულელების ნდობის მოპოვება დახლოებით ერთ თვეში შეძლო და ხმების 69,9% მოიპოვა. რადიო „მარნეულმა“ მასთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა  რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა, თავადვე ამბობს, რომ დროის უქონლობის გამო ვერ გვესაუბრებოდა. დღეს კი მერის პოზიციაში პირველად მოგვეცა საშუალება, რომ სატელეფონო კომენტარი ჩაგვეწერა:

ჟურნალისტი: -გამარჯობა, ბატონო თემურ. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ გამარჯვება, თქვენ შეძელით და დაახლოებით ერთ თვეში ხალხის ნდობა მოიპოვეთ ახლა კი ზოგადად რომ გვესაუბროთ თქვენს სამომავლო გეგმებზე, რა გეგმები გაქვთ?

თემურ აბაზოვი: – სიმართლე გითხრათ, მინდა აქტიურად ვიმუშაო სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ასევე, საუკეთესო ინვესტიციების მოზიდვაზე, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გავაძლიერო საჭირო კონტაქტების დამყარება, მოვიძიო დონორი ორგანიზაციები ასევე, ხელს შევუწყობ ტურიზმის განვითარებას, კვლავ ასეთი მაღალი ტემპით გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მოგვარდეს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები, სკოლამდელი განათლება უფრო განვითარებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. კვლავ გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კატეგორიაზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შემუშავება, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს სოციალური დახმარება უნდა ჰქონდეთ. . ადგილობრივ ბიუჯეტში ახალი პროექტებისა და ღონისძიებებისთვის თანხები იქნება გასაზღვრული.   დაინერგება პროგრამები და მოეწყობა აზალგაზრდული ბანაკები. მინდა, რომ გამჭვირვალედ ვიმუშაო და ვიყო მარნეულის სამსახურში. 

ჟურნალისტი: – ბატონო თემურ, რიგი პრობლემები და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ამისათვის რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ შემუშავებული თუ როგორ განახორციელებთ ამ ყველაფერს?

თემურ აბაზოვი: -ახლა რაც მოგახსენეთ არის ზოგადად რასაც ვგეგმავ. რაც შეეხება დეტალებს, სამსახურში მისვლის შემდგომ გუნდთან ერთად მივხედავთ და გადავწყვეტთ!

ჟურნალისტი: -გასაგებია.  რაიმე დიდი საკადრო ცვლილებები ხომ არ იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში?

თემურ აბაზოვი: -რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან ჯერ არავის  ვიცნობ და მუნიციპალიტეტში შესული არ ვარ, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ შემიძლია ის გითხრათ, რომ თუ თანამშრომელმა თავისი საქმე იცის, პროფესიონალია და არაფერი დაუშავებია ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. 

ჟურნალისტი: -როგორც ვიცით,  ნოემბერის ბოლოს გამგეობამ უნდა წარუდგინოს  საკრებულოს ახალ შემადგენლობას ბიუჯეტის პროექტი, სადაც განსაზღვრულია რიგი პრიორიტეტები და თქვენ ხომ არ აპირებთ ამ პრიორიტეტებში რაიმე ცვლილების შეტანას, გამომდინარე იქედან , რომ ერთი თვის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდით მოსახლეობას, ისმენდით მათ პრობლემებს და რაიმე მნიშვნელოვანი საკითხები ხომ არ გამოიკვეთა, რომ საბიუჯეტო პროექტში პრიორიტეტად ჩავანაცვლოთ?

თემურ აბაზოვი: -მე დღესდღეობით არ ვერევი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.  თუ მოთხოვნილია ესეგი მუნიციპალიტეტის მხრიდან არის მოთხოვნა. შესაბამისად მიწოდებული იქნება, რაც დღეს აქვს გადაწყვეტილი მუნიციპალიტეტს, მაგრამ მე ჩემ დაპირებებს  ვპირდებოდი ხალხს ისე, რისი შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს აქვს. 

თემურ აბაზოვმა თქვა რომ მისი გამჭვირვალედ მუშაობა მედიასთან აქტიურ თანამშრომლობასაც ნიშნავს და დაგვპირდა , რომ რადიო მარნეულთან აქტიურ თანამშრომლობას დაიწყებს.

რადიო „მარნეული“

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register