“მოვითხოვთ სექსუალური შევიწროების აკრძალვას” – პარლამენტში პეტიცია შევიდა

sheviwroebaa

….”სულ პატარა გოგო რომ ვიყავი, მეზიზღებოდა მეტრო და ჭეჭყვა, ვიღაც ხელს მოგითათუნებდა და ვერც კი გაიწეოდი, ვერც კი ხვდებოდი ვინ იყო”…

…”ქუჩაში ვიღაც ტიპი ამეკიდა. დიდად ყურადღება არ მიმიქცევია.წყნარად მივედი ლიფტთან. ლიფტი მოვიდა თუ არა, შიგნით შევვარდი და ისიც შემომყვა”…

…”გოგონა კიოდა, ბიჭს სთხოვდა, გაჩერდიო. ის კი თავში ურტყამდა. უმოწყალოდ სცემდა”…

ეს სოციალურ ქსელში გავრცელებული საჯარო სტატუსებია, კამპანიის #metoo-ს ფარგლებეში გოგონები საკუთარი სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ ღიად საუბრობენ. კამპანია მსახიობმა ალისა მილანომ Twitter-ზე 15 ოქტომბერს დაიწყო. მიზანი კი ის არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად ხშირად ხდებიან ქალები სხვადასხვანაირი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

“მოვითხოვთ სექსუალური შევიწროების აკრძალვას” – ამ ლოზუნგით ქალთა მოძრაობამ „საფარი“ დღეს, 25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში პეტიცია შეიტანა.  პეტიციის ავტორები და ხელმომწერები მოითხოვენ კანონით აიკრძალოს ისეთი ფაქტები, როგორიცაა სექსუალური ხასიათის კომენტარები, უხამსი ხუმრობები, მიშტერება, სტვენა, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნა, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება. გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე პეტიციის ხელმომწერია, ის ამბობს, რომ ხშირად ქალები ვერ აცნობიერებენ სექსუალური შევიწროების ფაქტებს.

თამარ დარბაიძე ერთ-ერთია იმ ქალებიდან, რომლთაც ხშირად უნახავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების ფაქტები. მისი თქმით, აუცილებელია მსგავს შემტხვევებზე ადამიანები კანონიერად დაისაჯონ.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება. გახდება თუ არა დასჯადი სექსუალური შევიწროება ამას საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register