არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ ლარი 4 თეთრით გაუფასურდა

valuta

თვითმმართველობის არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ლარი დოლართან მიმართებაში 4 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ნაციონალური ბანკის მონაცემებით დღეისათვის 1 დოლარი 2,52 თეთრი ღირს. მარნეულის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი დოლარის ყიდვა მსურველებს 2,53 თეთრად შეეძლებათ. ლარის გაუფასურებამ მარნეულელ მოსახლეობაზეც იმოქმედა.

რათქმაუნდა აზარალებს ჩემს ბიუჯეტს, აღარაფრის ყიდვა აღარაა შესაძლებელი.“

„რათქმაუნდა დოლარის გაზრდა ცუდია, არამარტო ჩაემთვის არამედ ყველასათვის.“

„ცუდია ჩემთვის, მითუმეტეს რომ მე კრედიტი დოლარში მაქვს აღებული და ძალიან ბევრის გადახდა მომიწევს.“

„ჩვენზე ყველანაირად მოქმედებს დოლარის გაზრდა, ბაზარში ბიზნესი მაქვს და დოლარის ყოველდღიური გაძვირება ჩვენ გვაზარალებს.“

ტურისტების რაოდენობის შემცირება, მოსახლეობის მოლოდინები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით და ლარის მასის 20%-იანი გაზრდა წინა წელთან შედარებით. სწორედ ამ ფაქტორებს ასახელებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძე დოლარის ლართან მიმართებაში გაზრდის მიზეზად.

ასევე, ბესო ნამჩავაძის თქმით ახლო მომავალში ლარი შესაძლოა კიდევ ერთი-ორი თეთრით გაუფასურდეს. ხოლო წინა წლების ტენდენციის გათვალისწინებით აპრილის თვეში ლარის კურსის გაზრდას ვარაუდობს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register