სოფლებში გენდერულ საკითხებზე ტრენინგები გრძელდება

pita

გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება ამ თემებზე მარნეულელი ახალგაზრდები მარნეულის სოფლებში ტრენინგებს ატარებენ. დღეს, პროექტ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების, ინტეგრაციის და მხარდაჭერის“ ფარგლებში მორიგი მოსამზადებელი ტრენინგი უტარდებათ მარნეულელ ახალგაზრდებს, რომლებიც შემგდომ სოფლებში მასწავლებლებს, მოსწავლეებს, თემის ლიდერებს შეხვდებიან და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. თამთა ხუჩიშვილი “გაეროს ასოციაციის” პროგრამის ოფიცერი ახალგაზრდულ კომპონენტში ამბობს, რომ პროექტი ერთწლიანია, ხოლო მათ ვისაც ტრენინგების ჩატარების გაგრძლება სურთ, შეუძლიათ საგრანტო პროექტში მიიღონ მონაწილეობა.

შალალა ამირჯანოვა პროექტის მარნეულელი ტრენერია, ის უკვე რამდენიმე თვეა სოფლის მოსახლეობასთან გენდერულ საკითხებზე სემინარებს მართავს. მისი თქმით, მარნეულში ქალთა უფლებები პრობლემატური საკითხია.

„ საქართველოს გაეროს ასოციაციამ“  USAID-ის,  შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში მინისტრის აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით ხუთწლიან პროგრამის „პიტას“ განხორცილება წელს ქვემო ქართლში, კახეთში და სამცხე ჯავახეთში დაიწყო.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register