ჯოზეფ სმიტს მარნეულში “ქართულმა ოცნებამაც” მიბაძა
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ პარტიებმა, რომლებმაც წინაასარჩევო პერიოდში გააკრეს პლაკატები ვალდებულები არიან, რომ ეს პლაკატები თავადვე ჩამოხსნან. ეს კი ცესკოს საბოლოოს არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში უნდა მოხდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის ლონდონელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი საბოლოო შედეგების გამოცხადებას არ დაელოდა და საკუთარი სურვილით პლკატები ჩამოხსნა. ეს ინიციატივა მართველ პარტიამაც აიტაცა და თბილისში და სხვა რეგიონებშიც პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო. აპირებენ თუ არა მარნეულში საკუთარი სურვილით ოპოზიციური და მმართველი პარტიების წარმომადგენლები პლაკატების ჩამოხსნას ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია. ევროპულმა საქართველო დიდხანს გვიხსნიდა რომ იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩამოხსნის თუ არა თვითონ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პლაკატებს მის კომენტარიდან ჩვენ ზუსტი ინფორმაცია მაინც ვერ გავიგეთ.
ლია მესტვრიშვილი ბეჟანიშვილს პლაკატები საერთოდ არ ჰქონია ამიტომ მას არც ინიციატივის გამოჩენა სჭირდება და არც კანონის დარღვევის შიში აქვს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა მერობის კანდიდატმა“ ზვიად შუბითიძემ თქვა, რომ ერთი ორი პლაკატი ჰქონდა არჩევნებამდე და ამასაც აახევს.
ლეილა მამედოვა „შენების პარტიიდან“ კი ადგილობრივ მუნიცილაპიტეტს ავალდებულებს პლაკატების მოხსნას და თუ მათგან რეაგირება არ მოხდება, მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ეცდება ქალაქს წინასაარჩევნო კვალი მოაშოროს.
რაგიმ ასკეროვი „ნაციონალურ მოძრაობიდან“ დღეს ღამით აპირებს პლაკატების მოხსნას და რასაც ვერ გაუმკლავდება ასეთ ბანერებს დროს მიანდობს.
„ქართული ოცნების“ მერობის გამარჯვებული კანდიდატი თემურ აბაზოვი ჩვენთვის დღეს მიუწვდომელი იყო. 15:00 საათიანი გამოშვების შემდეგ საარჩევნო შტაბის უფროს რუსლან გაჯიევს დავურეკეთ და აღმოჩნდა, რომ იქვე შტაბის წინ დაიწყეს პლაკატების ჩამოხსნა. რუსლან გაჯიევი ამბობს რომ მათი აკქტივისტები მარნეულის მაშტაბით დაიწყებენ დასუფთავების აქციებს და ჯოზეფ სმიტის ინიციატივა მას ძალიან მოეწონა. გამარჯვებული მერობის კანდიდატიც აქციაზე აღმოჩნდა და რა თქმა უნდა საკუთარ აქტივობას დადებითად აფასებს.
წარმოშობით ლონდონელმა, მაგრამ საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსმა, ჯოზეფ სმიტმა ქართულ პოლიტიკაში პრეცენდენტი შექმნა და როგორც აღმოჩნდა მას მარნეულშიც მიბაძეს. სმიტმა საკუთარი წინასაარჩევნო პლაკატებისგან ქალაქი სრულად გაწმინდა, თუმცა არავინ იცის მოხდება თუ არა ამ კუთხით მარნეულის გასუფთავება.
რადიო “მარნეული”
You may also like
0 Comments