“ტყე შეუნახე შვილებსა” – პროფესია ტყის მცველი
ლაშა ჩაგელიშვილი მარნეულელი მეტყევა. ის წერაქვის ტყეს ბრაკონიერებისგან იცავს. ლაშას ფუნქციაში მოსახლეობისთვის შეშის განაწილებაც შედის. ყოველ დილით ექვს საათზე იღვიძებს, რათა ხალხი ტყის ნაპირთან არ ალოდინოს. ცივი ზამთრის მოლოდინში ადგილობრივები თადარიგს წინასწარ იჭერენ და შეშის რიგშიც დილაადრიან დგებიან. ლაშას ორი მცირეწლოვანი შვილის დატოვება მთელი დღე ცოლთან უწევს, რადგან ის წერაქვის ტყის მცველია.
მარნეულელი მეტყევე ლაშა ჩაგელიშვილი წერაქვის ტყის 4500 კვადრატულ მეტრს ძველი მერქნის ხეებისგან ათავისუფლებს, ამით მოსახლეობას მათი წილი შეშის მიღებაში ეხმარება. ლაშას საქმე ტყია შემოვლაც არის.
ლაშა აგვისტოს თვესაც იხსენებს, როდესაც მარნეულის შაუმიანის ტყეს ცეცხლი გაუჩნდა.
იმისათვის, რომ ლაშას და მის კოლეგებს ხანძართან გამკლავება გაუადვილდეს ეროვნული სატყეო სააგენტო მომავალი წლიდან ტყის მცველებისა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის ახალი აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს. სამინისტრო ცხრა რეგიონისთვის თითო მობილური ტუმბოს შეძენას გეგმავს, რომელიც მცირე მასშტაბის ხანძრებს ადვილად მოერევა.
You may also like
0 Comments