მუნიციპალიტეტი ცხოველთა უფლებების დაცვით უნდა ინტერესდებოდეს-(ცხოველთა დაცვის ფედერაცია)

quchis-dzaglebii

გიორგი მაღლაფერიძე ინდმეწარმეა, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა სახელწოდებით ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობა. მუნიციპალიტეტმა უკვე გააფორმა მასთან ხელშეკრულება და როგორც მაღლაფერიძე ამბობს პირველ ჩამოსვლაზე მარნეულიდან დაახლოებით 20-25 ძაღლი ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა.

“ჩვენ ვიყავით მარნეულში ჩამოსული, წავიყვანეთ ძაღლები და ოზურგეთის ძაღლთა თავშსაფარში გადავიყვანეთ”

გიორგი მაღლაფერიძის საქმიანობას  საქართველოს ცხოველთა დაცვვის ფედერაციის მონიტორინგის სამსახური ადევნებს თვალყურს და აკვირდება იმ პროცედურებს თუ რა უკეთდებათ ძაღლებს საჭიროოებისამებრ, როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვვის ფედერაციის წარმომადგენელი თემურ ლაჩკეპიანი ამბობს,  მუნიციპალიტეტები ხშირ შემთხვევაში ძაღლების ნაკლები რაოდენობის დაბრუნებას ითხოვენ, რაც მისივე თქმით მისაღები არ არის.

 

გიორგი მაღლაფერიძე რამდენიმე დღეში აპირებს მარნეულში ჩამოსვლად და ძღლების ჩამოყვანას, როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვვის ფედერაციის წარმომადგენელმა  თემურ ლაჩკეპიანმა თქვა მუნიციპალიტეტი უნდა ინტერესდებოდეს ცხოველთა უფლებების დაცვით და მათი ჰუმაუმანური მოპრობისთვის.

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტს 12700 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული ,სადაც სატენდერო წინადადებაში  მხოლოდ ერთმა, გიორგი მაღლაფერიძემ მიიღო მონაწილეობა. მასთან ხელშეკრულება 16 ოქტომბერს გააფორმეს.

ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობა გულისხმობს მარნეულის  მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი 127 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებას.

რადიო “მარნეული”

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register