სადახლოზე 11 220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ 11 220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 25 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ 11 220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ჩ-ს ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments