“გაზგასამართი სადგურები კანონს არღვევენ”-გიორგი ხვედელიძე

gazi

„გაზზე გადაყვანილი მანქანა“ ეს ის ტერნმინია, რომელსაც დღეს ხშირად გაიგონებთ. ისე, როგორც საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს თუ რამდენი მანქანა მოძრაობს თხევადი აირით. მიუხედავად ამისა, არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს აირბალონების 200-ზე მეტი ატმოსფერული წნევით დატვირთვას. კომპანია „აირბალონის“ წარმოამადგენელი გიორგი ხვედელიძე ამბობს, რომ გაზგასამართი სადგურების უმრავლესობა კანონს არღვევს.

 

გიორგი ხვედელიძე ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ერთი აირბალონის აირით დატვირთვას  საშუალოდ 15 წუთი სჭირდება, რაც არ არის დაცული გაზგასამართ სადგურებზე. ბუნებრივი აირით მოძრავი ტრანსპორტით გადაადგილების შიში აქვთ მარნეულში, მოსახლეობა მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე საუბრობს.

 

2018 წლის 1 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება, მათ შორის იგეგმება რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც, რის შემდეგაც მათ ინსპექტირების გავლა მოუწევთ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register