ახალი საბავშვო ბაღების გახსნა საკრებულოს პირველი სხდომის შემდეგ გაირკვევა-ზაურ ქარამოვი

bagi_24b55

მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღია.  სოფელ სადახლოს და ალგეთის საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ჯერ არ ფუნქციონირებს. როგორც მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა თქვა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ელოდებიან , რათა სუბსიდიები გამოიყოს და მათ თავიანთი საქმე შეასრულონ.

ვუახლოვდებით ბოლო ეტაპს. გამოცხადებულია ტენდერი. გამარჯვებული კომპანიებიც არიან, ნიმუშებიც წარადგინეს. ახლა შევთანხმდით რომელი ინვენტარი მოგვწონს. ზოგიერთი ტენტერი ბოლომდე არაა მიყვანილი. პარალელურად საკრებულოს პირველ სხდომას ველოდებით. საკრებულო რომ დაიწყებს მუშაობას უკვე ჩვენთვის სუბსიიებიც გაიყოფა და შევასრულებთ ჩვენს ფუნქციას

ზაურ ქარამოვმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა ,რომ 2018 წლისთვის ორი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. კერძოდ, შულავერსა და სოფელ საიმერლოს ექნებათ ახალი ბაღის შენობა.

ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსის თქმით, სქართველოს მასშტაბით პირველად მარნეულში განხორციელდა სკოლამდელი აღზრდის კურსები, რომელსაც დადებითი შედეგები აქვს და ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეშვეობით ხორციელდება. ზაურ ქარამოვი ასევე ამბობს, რომ თემის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, განცხადება შიტანონ ადგილობრივ თვითმმართველობაში და მოითხოვონ სკოლამდელი მოსამზადებელი კურსების გახსნა თავიანთ თემში.

რადიო „მარნეული“

 

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register