რადიო “მარნეული” ქალბატონებს მიკროფონს უთმობს
სათემო რადიო “მარნეული” ჟურნალისტური უნარების გამომუშავებაში ეხმარება დაინტერესებულ ადამიანებს.
მსგავსი შეთავაზება მიიღეს და სიამოვნებით აითვისეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეულის “ქალთა ოთახი”-ს სერვისებით მოსარგებლე ქალბატონებმა ნორა ტალიბოვამ და მარიამ ბოჭოიძემ. მათ გადაწყვიტეს ერთი ადამიანის პორტრეტი წარმოედგინათ და რადიო “მარნეულის” თანამშრომელს, თამარ მჟავანაძეს დაუსვეს კითხვები.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თვითმმართველობის მხარდაჭერით, ორგანიზაცია “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის (ICCN)” მიერ მუნიციპალური სერვისი- „მარნეულის ქალთა ოთახი“ გაიხსნა.
“ქალთა ოთახი”-ს მიზანია, ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭრა და აგრეთვე, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში.
“ქალთა ოთახის” მთავარი ფუნქციაა მუნიციპალიტეტში მისული ქალის დახმარება და მისთვის კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის შესახებ.
დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, სასურველი ინფორმაცია მიიღოს ქალთა ოთახში არსებული ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის გამოყენებით. ოთახში ასევე მოწყობილია ბავშვთა კუთხე, რომელიც ქალს ხელს უწყობს, საჭირო ინფორმაციის მიღების პარალელურად უზრუნველყოს ბავშვის გართობაც.
Amil Məmmədov2286 Posts
You may also like
0 Comments