ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობა შესაძლოა ახალმა საკრებულოს შემადგენლობამ ვერ მოასწროს

biujeti

ადგილობრივ მუნიციპალიტეტის გამგეობას  თხუთმეტ ნოემბერამდე აქვს ვადა, რომ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს, სადაც რიგი პრიორიტეტები უნდა იყოს  განსაზღვრული, როგორც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე  კოტე კანდელაკი ამბობს პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობა მარტის თვიდან უნდა დაწყებულიყო.

როგორც მარნეულის  პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უროსი , მარიამ ხაჩიძე ამბობს მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ ბიუჯეტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

მარიამ ხაჩიძის თქმით პრიორიტეტულ საკითხებად შიდა გზები, სარწყავი წყლები, სპორტული მოედნებისა და სპორტული დაწესებულებების არსებობა განისაზღვრა.

რაც შეეხება ბიუჯეტის განხილვას, კოტე კანდელაკი ამბობს , რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდგობ გამგეობამ მოსახლეობას საჯაროდ უნდა გააცნოს პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს განხორციელება.

თუმცა გასულ წელს მარნეულში ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მოხდა.

კოტე კანდელაკის თქმით შესაძლოა ბიუჯეტის პროექტი ახალმა საკრებულოს შემადგენლობამ ვერ განიხილოს. გამომდინარე იქედან,  რომ საქართველოს მასშტაბით ჯერ არჩევნები უნდა შეჯამდეს , რომ საკრებულოების პირველი სხდომა ჩატარდეს. სავარაუდოდ კი ეს ყველაფერი 15 ნოემბრის შემდეგ მოხდება.

რადიო „ მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register