ქურთლარის საჯარო სკოლის საპირფარეშოს მშენებლობისთვის 33 007 ლარი გამოყო

kurtlar mektebi

მარნეულის რაიონის სოფელ  ქურთლარის საჯარო სკოლის საპირფარეშო  წლებია ცუდ მდგომარეობაშია . ის  ყოველ წლიურად  სკოლის  სახსრებით რემონტდება. თუმცა წელს, სასწავლო წლის  დასრულებისას  დაინგრა.  სკოლას 200-მდე მოსწავლე ჰყავს.  სკოლის შენობის ერთი ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გარემონტდა , მეორე ნაწილი კი სრულ რეაბილიტაციას ითხოვს. როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობების შემსრულებელი გულხანიმ შერეფოვა ამბობს, განათლების სამინისტროსთან არსებული სიპი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცენტრმა მათ საჭიროებებზე მუშაობა დაიწყო და პირველ რიგში საპირფარეშოს გარემონტება იგეგმება.

გულხანიმ შერეფოვა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს, რომ ინფორმაცია მხოლოდ ტენდერის გამოცხაადებაზე აქვს.

სკოლის წარმომადგენელის თქმით , ამ ეტაპისთვის საპირფარეშოს მშენებლობისთვის  33 007 ლარი გამოყო. პროცედურების შესრულებისთანავე სარემონტო სამუშაოები დაიწყება. თუმცა რა ვადებში იგეგმება რემონტის ჩაბარება ეს სკოლის ადმინისტრაციისთვის უცნობია.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register