ჯეიხუნ ჩოვდაროვი თავდასხმას პოლიტიკას უკავშირებს

chovdarovi

“ქართული ოცნების” ყიზილაჯლოს მაჟორიტარი დეპუტატი  ჯეიხუნ ჩოვდაროვი პოლიციამ დაკითხა.

ჩოვდაროვმა ამის შესახებ გამომცემლობა „აი ფაქტის“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე თქვა, რომ პირველად პოლიციას ჩვენება გასულ კვირას მისცა. ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას კონკრეტულ  ადამიანზე აქვს ეჭვი.

ყიზილაჯლოს დეპუტატს პოლიცია შვიდი საათის მანძილზე კითხავდა. ჩოვდაროვი თვლის, რომ ეს არ არის პირადი შურისძიება და მომხდარს არჩევნებს და პოლიტიკას უკავშირებს.

19 ოქტომბერს შტაბის წინ ამ ეტაპზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად 5 ადამიანი მრავალი ჭრილობებით კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჯეიხუნ ჩოვდაროვი იყო, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გასულ კვირას მოხსნეს.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით  ჯეიხუნ ჩოვდაროვს და მან საკუთარი ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია მოგვაწოდა.

“ახლა კარგად ვარ. არ ვიცი როდის გამომწერენ ექიმები არაფერს ამბობენ”- თქვა ჩოვდაროვმა

ჯეუხუნ ჩოვდაროვი ყიზილაჯილოს ერთეულში იყრიდა კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად და 78.34% გაიმარჯვა. გამოძიების შესახებ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register