ISFED: “გამოცხადებულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენები იყო”
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმის თანახმად, მარნეულის მუნციპლიტიტეტის მერი თემურ აბაზოვი გახდა. საოლქოს თავმჯდომარე კობა ასანიძე საკრებულოს დეპუტატებს შორის მანდატების გადანაწილების შესახებ საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ მარნეულში არჩევნების მიმდინარეობის პროცესში 30 საჩივარი დაწერა. მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაციის იურისტი ელენე ნიჟარაძე.
ელენე ნიჟარაძე ასევე არნიშნვას, რომ 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არასათანადოდ მოახდინა დარღვევების განხილვა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ მარნეულის 31-ე უბანზე გამოვლენილი დარღვევები ბოლნისის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მარნეულის მუნციპლიტეტის ახალი მერი და 35 დეპუტატისგან შემდგარი საკრებულო მუშაობას უახლოეს მომვალში შეუდგება.
You may also like
0 Comments