საბავშო ბაღების აღმზრდელების კვალისფიკაცია გაკონტროლდება

bagi_24b55

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მედია საშუალებებში ვრცლედება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ თორგილავა მედიასთან საუბრობს, რომ 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან აღმზრდელი პედაგოგის თანამდებობაზე მხოლოდ ისინი დასაქმდებიან, რომელთაც სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი განათლება ექნებათ მიღებული. ჩვენ დავინტერესდით როგორ აფასებენ აღნიშნულ ფაქტს მარნეულში და ოლგა ენდელაძეს, „დემოკრატ ქალთა ორგანიზაციის“ დირექტორს ვესაუბრეთ. ოლგაას თქმით, რომელიც წლებია საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, მარნეულში კვალიფიციური ამღზრდელების პოვნა რთული საკითხია.

ოლგა ენდელაძე საბავშვო ბაღებში კვალიფციური კადრების დეფიციტს გენდერულ პრობლემასაც უკავშირებს და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა კადრებს ქმრები არ აძლევენ სამსახურის დაწყების უფლებას. გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე კია მტკიცებს, რომ მარნეულში კაცებისთვის ცოლების სასურველი სამსახური ბაღი ან სკოლაა.

ნონა სამხარაძე ასევე კვალიფიციური კადრების პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნვას , რომ დღეს მარნეულში ქალებისთვის განათლების მიცემა ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად მთავრობის მიერ 27 ოქტომბერს ახალ სტანდარტები დამტკიცდა, რომლებიც ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენას ითვალისწინებს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register