რა არის დაგროვებითი საპენსიო სისტემა და რას ფიქრობენ მარნუელელები

2018 წლის მეორე ნახევრიდან შესაძლოა საქართველო საპენსიო დაგროვებით სისტემაზე გადავიდეს. ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მედიისთვის “დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს. საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, პარლამენტში 2017 წლის ბოლომდე შევა.საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე 40 წელი უკვე შეუსრულდა. საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითია ასევე თვითდასაქმებული ადამიანებისთვის.კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს. 2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო. თვითდასაქმებული ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, საპენსიო ანგარიშზე 4%-ის შეტანა მოუწევთ. მარნეულელი ლაშა ნადირაძე რეფორმას დადებითად აფასებს, თუმცა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ხელისშემშლელ ფაქტორად თვლის.
ჩვენ ვესაუბრეთ მარნეულელებს და გვინდოდა გაგვეგო აქვთ თუა არა მათ ინფორმაცია დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ. გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციას არ ფლობს.
კანონპროექტის მიხედვით საპენსიო ფონდს ზედამხედველობას გაუწევს საპენსიო სააგენტო, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება.
0 Comments