თავშესაფრიდან მარნეულის ქუჩებს ოთხი ძაღლი დაუბრუნდა

მარნეულის ქუჩებიდან მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა გრძელდება. ამ კვირაში ინდივიდუალურმა მეწარმემ, გიორგი მაღლაფერიძემ, მარნეულის ქუჩებიდან კიდევ 25 ძაღლი ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. როგორც მაღლაფერიძე ამბობს გადაყვანილი ძაღლები კარგ მდგომარეობაში არიან.
ინდმეწარმემ მარნეულის ქუჩებში მობინადრე მაწანწალა ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში უკვე მეორედ გადაიყვანა. პირველ ჩამოსვლაზე მან ასევე 25 ძაღლი წაიყვანა, მარნეულის ქუჩებში კი მხოლოდ 4 მათგანი დააბრუნა.
საქართველოს ცხოველთა დაცვვის ფედერაციის წარმომადგენლის, თემურ ლაჩკეპიანის თქმით, ქალაქის ქუჩებში მხოლოდ 4 ძაღლის გაშვბა მისაღები არაა. ლაქკეპიანი ამ პრობლემას ვეტერინარების არაკვალიფიციურობას უკავშირებს და ამბობს, რომ ვეტერინარების გადამზადება აუცილებელია.
ტენდერი ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტს ჰქონდა გამოცხადებული. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ინდმეწარმე, გიორგი მაღლაფერიძემ მიიღო. ტენდერის ღირებულება 12 700 ლარს შეადგენდა, რომელიც 127 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანისათვის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანისათვის) განისაზღვრა.
რადიო „მანრეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments