ქამალა მამედოვა ევროპის ჩემპიონი გახდა

evropis chempioni

ქამალა მამედოვა გარდბანში ცხოვრობს. მან რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში კიოკუშიკ კარატეში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზემ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონი გახდა. როგორც ჩენთან საუბრისას ამბობს საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, თუმცა თავადაც კარგად იყო მომზადებული და გამარჯვების იმედი ჰქონდა.

მისივე თქმით, სიხარული პირველად ოჯახის წევრებს გაუზიარა შემდეგ კი ნათესაავებმა და მეგობრებმა გაიგეს. საქართველოში ჩამოსულს კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასიამოვნო დახვედრა მოუწყვეს.

როგორც ქამალა მამედოვა გვიყვება ბავშვობიდან შეიყვარა სპორტი, თავდაპირველად ფეხბურთით დაიწყო, თუმცა მოგვიანეით კარატე სცადა, ძალიან მოეწონა და დღემდე აქტიურად ვარჯიშობს. ის ახლა სტუდენტია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. სპორტით კი აქტიურადაა დაკავებული.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register