კაცების მონოპოლია მარნეულის საკრებულოში

qali

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების რაოდენობა და მათი გენდერული შემადგენლობა ცნობილია. მომავალი  საკრებულო 35 დეპუტატი კაცით არის წარმოდგენილი. ქალები „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ სიაში არ შეიყვანა,  შედეგად კი მმაართველი გუნდი 31 დეპუტატი კაცით შევიდა საკრებულოში. ამირან გიორგაძე, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ მანრეულში აქტიური ქალები პოლიტიკაში არ მიდიან.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში „ქართული ოცნების“  მხარდამჭერი ქალი ნარგიზა ალიევა წინაასარჩენო პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ის ქალ ამომრჩეველებს ხვდებოდა, პარტიის მიზნებს და ხედვებს აცნობდა. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ პარტიამ მისი პარტიულ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო.

მარნეულის საკრებულოში 3 დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ იქნება, ხოლო 1 „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ოთხივე მათგანი კაცია. რაგიმ ასკეროვი „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მარნეულში აქტიური ქალები არ არიან.

მარნეულელი ოლგა ენდელაძე , რომელიც წლებია მუნციპალიტეტის პრობლემატურ საკითხებზე მუშაობს ამბობს, რომ რელურად ქალების მოზიდვაზე პარტიები არ მუშაობენ.  ოლგა პოლიტიკაში წასვლას არ გეგმავს, მაგრამ აცხადებს რომ არცერთ პარტიას არც მისთვის და არც სხვა აქტიური მარნეულელი ქალისთვის არ შეუთავაზებია საკრებულოს დეპუტატობისთვის ბრძოლა.

ოლგა ენდელაძე ადგილობრივი თვითმმართევლობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგს ატარებდა და ის აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ პარტიის რიგებში, არამდეგ ქალების, როგორც ამომრჩევლების მოზიდვის საკითხს პარტიები ნაკლებად ითვალისწინებდნენ. წინასაარჩევნო შეხვედრებზე ქალი ამომრჩევლების დასწრების რაოდენობა კაცების რაოდენობაზე გაცილებით ნაკლები იყო. მმართველი გუნდის წინასაარჩევნო შეხვედრებზე თითქმის ყველა ქალი მასწავლებელი ან საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო.

„საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია უარყოფითად აფასებს მარნეულის ახალი საკრებულოს გენდერულ შემადგენლობას. პარტიების არგუმენტებს კი იმის თაობაზე, რომ მარნეულში არ არიან აქტიური ქალები აფსურდათ თვლის.

მარნეულის 35 კაციანი საკრებულო, პირდაპირი მნიშვნელობით კაცებისგან შემდგარი საკრებულო მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register