TDI:”რელიგიური გაერთიანებების ან მრევლის მიერ აშენებული მეჩეთები არ უნდა იყონ სახელმწიფოს ბალანსზე”
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უზენაიესმა რელიგიურმა სამმართველომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სახემწიფო სააგენოს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ რადიო „მარნეულს“ რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარემ, შეიხ სეიდ მირტაგი ასადოვმა აცნობა. საჩივრის მიზეზი კი სეიდის თქმით სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან რელიგიურ დაწესებულებებისთვის განკუთვნილი ხარჯთაღრივხვის გასაჯაროვებაზე უარის თქმა გახდა.
ვრცლად ჩვენ სიუჟეტიში მოისმინეთ:
საქართველოს მუსლიმთა უზენაეს რელიგიურ სამმართველოს სრული უფლება აქვს მოითხოვოს სახელმწიფო სააგენტოსგან ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსურიც კი, უარის შემთხვევაში ეს კანონდარღვევა ამბობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი ,შოთა თუთბერიძე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ამ საჩივრის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან გაიგო
ამ ორ რელიგიურ გაერთიანებებს შორის სადავო სიტუაცია ჯერ კიდე რამოდენიმე თვის წინ შეიქმნა. მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთის სახელმწიფო სააგენტოს ბალანსზე არსებობას სრულიად საქართველოს მუსლიმთა რელიგიური გაერთიანება ასაჩივრებს. იურისტი შოთა თუთფერიძე თვლის, რომ ეს არის სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი.
შოთა თუთფერიძის თქმით თანხები, რომლებიც ერიცხებათ რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის საბაბით ერიცხებათ ,რაც იურისტის თქმით შეუსაბამოა, გამომდინარე იქედან რომ ზიანი დათვლილი არ აქვთ. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უზენაიესმა რელიგიურმა სამმართველომ უკვე მეორედ მიმართავ სასამართლოში სახელმწიფო სააგენტოს მისამართით. მათ ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments