ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6,4%- მარნეულის ბაზარში პროდუქციაზე გაზრდილი ფასები

bazar

საქსტატის ეროვნულმა სამსახურმა მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,4 % შეადგინა. მათივე ინფორმაციით ცვლილება შეეხო და ფასები გიზარდა სურსათზე,  უალკოჰოლო სასმელებზე ტანსაცმლსა  და ფეხსაცმლზე  ასევე სამედიცინო პროდუქციაზე.  ფასების ზრდას ღიად გამოხატავდნენ მარნეულის ბაზარში მოვაჭრეები, რომლებიც ჩვენთან საუბარში იმ სიდუხჭირეზე საუბრობენ, რამაც მყიდველების რაოდენობა შეამცირა. არ იციან როგორ გაუმკლავდნენ ბანკის ვალებს.

ფასების მომატებას ადგილობრივი მოსახლეობაც უჩივის ამბობენ, რომ ფასები დღითიდღე იზრდება.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4%-ით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი),ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 17,6 %-ით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაიზარდა 5,8%-ით, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register