ჭკვიანი ვიდეოკამერები მარნეულში 2017 წლის ბოლომდე ამუშავდება

wkviani videokamera

3 000 ჭკვიანი ვიდეოკამერა, საქართველოს მაშტაბით 5 ქალაქში თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში პირველი ნოემბრიდან ამუშავდნენ. უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემა საგზაო მოძრაობის დამრღვევებს დააჯარიმებს. ძირითადად ვიდეოკამერა ხუთი სახის დარღვევას გამოავლენს, ესენია:  წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და დაშვებული ნორმის გადაჭარბება და საშუალო სიჩქარის დარღვევა. როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ჭკვიანი ვიდეოკამერების დამონტაჟება მარნეულშიც იგეგმება.

ჭკვიანი ვიდეოკამერები მარნეულში 2017 წლის ბოლომდე ამუშავდება. საგზაო მოძრაობის დამრღვევებს ჯარიმის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინება ტელეფონზე მიუვათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე 2-ჯერ მივა, რის შემდეგაც კი უკვე საურავი დაირიცხება. ვიდეოჯარიმები ქულების სისტემაზე არ იმოქმედებს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register