მონიტორინგის სისტემების მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელება არ აღინიშნება
ბოლო რამდენიმე თვეა დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას შემოსევას უჩივიან. მასთან საბრძოლველად კი სხვადასხვა პრევენციული ზომები გატარდა. რადიო „მარნეულმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ მოამზადა სიუჟეტი საედანაც გაირკვა , რომ მარნეულში გავრცელებული მწერი, რომელიც ძალიან ჰგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ აზიურ ფაროსანას, პენტატომის ოჯახის სხვა წარომადგენელი აღმოჩნდა ამასთან გაირკვა ისიც რომ მარნეულში გავრცელებულ მწერს, მოსახლეობისათვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, რადგან მისი რაოდენობა დიდი არაა.
ჩვენ დავინტერესდით დაფიქსირდა თუ არა ბოლო ერთი თვის განმავლობაში აზრიური ფაროსანას გავრცელება ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ამბობს საქართველოს მასშტაბით არის დამონტაჟებილი მონიტორინგის სისტემები სასოფლო სამეურნეო კულტურებში, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელება არ აღინიშნება.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments