“რატომ უნდა დამერეკა რადიო მარნეულისთვის”-ირმა ოთარაშვილი

QALTA OTAXI

გენდერული თანასწორობა, ადრეული ქორწინება, ქალთა უფლებები, სახალხო დამცველის მანდატი, ეს ის საკითხებია რაც მარნეულის ქალთა ოთახში დღევანდელ შეხვედრაზე მედიის გარეშე განიხილეს. რიმა ოთარაშვილი მარნეულის „ქალთა ოთახის“ მენეჯერი რადიო „მარნეულთან“ თანამშრომლობას საჭიროდ არ თვლის.

დღევანდელი შეხვედრის შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად გენდერული თანასწორობის საკითხებში მარნეულის საკრებულოს  თავმმჯდომარის მრჩეველ, ია ესებუას გავესაუბრეთ. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ქვემო ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენლები მარნეულის მუნციპალიტეტის თანამშრომლებს შეხვდნენ და თემაზე „ოჯახში ძალადობა , ქალთა უფლებები“ დისკუსია გამართეს. რა როლი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემასთან მიმართებაში აღნიშნულზე ია ესებუა გვესაუბრა.

გენდერული თანასწორობის საკითხებში მარნეულის საკრებულოს  თავმჯდომარის მრჩეველ, ია ესებუას თქმით,  მას შემდეგ რაც ახალი საკრებულო მოუშაობას დაიწყებს უნდა შეიქმნას გენდერული საბჭო. დღევანდელი შეხვედრა ქვემო ქართლში სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით გაიმართა.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register