ომბუდსმენის აპარატმა ქვემო ქართლში გენდერული თანასწორობის გეგმა შეიმუშავა

saxalxo-damcveli

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის  ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობაა, რა მიზნითაც  2013 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში შექმნილია გენდერული თანასწორობის დეპატამენტი  როგორც სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში გენდერის საკითხებში მარიამ გვიდანმა თქვა  ქვემო ქართლის ოფისს აქვს შემუშავებული გენდერული თანასწორობის სტარატეგიული გეგმა, რომლის ფარგლებშიდაც ანხორციელებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. შეხვედრაზე მათ ასევე გააცნეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

გუშინდელ საინფორმაციო შეხვედრაზე  საუბარი ასევ შეეხო საკრებულოში გენდერული თანასწორობის  საბჭოს შექმნას, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტში საკრებულს თავმჯდომარის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ია ესაბუა ამბობს გენდერული საბჭოს შესაქმნელად საკრებულოს ახალ შემადგენლობას ელოდებიან.

მარიამ გვიდიანის თქმით გენდერული საბჭოს შექმნის მიზანი არის გენდერული თანასწორობის დაცვა, დისკრიმინაციის გამოვლენა და აღმოფხვრის მიზნით წინადადებიებისა და  რეკომენდაციების შემუშავება ასევე ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა.

რადიო  „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register