„ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“

12 დეკემბერს,  სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართება კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“.

კონფერენციის მიზანია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტების მიერ დანერგილი საუკეთესო იდეებისა და პროექტების გამოვლენა და გაზიარება, რაც ყველა სფეროში განსხვავებულ და ორიგინალურ მიდგომებს მოიცავს. სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 10 საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაციას თავად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები წარადგენენ. საქართველოში ამ სახის ღონისძიება პირველად ტარდება და მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა.

კონფერენციაზე მოწვეული არიან საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები. კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register