2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს წლის ბოლოს ვადა ეწურება

prava

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე. 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე. აქვთ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირბიტ ინფორმაცია ადგილობრივებს ამისათვის ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ.

როგორც  სახელმწიფო სერვისების ცენტრალული ბიუროს უფროსი, იმედა მაკასარაშვლი ჩვენთან საუბრისას ამბობს, იმისათვის რომ პირმა მართვის მოწმობა განაახლოს საჭიროა მომსახურების სამინისტოში მისვლა. მათ ამისათვის  უნდა წარადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, მართვის მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი, რაც შეადგენს მართვის მოწმობის შეცვლის შემთხვევაში 15 ლარს.

რადიო „მარნეული“

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register