ერთი წლის საარჩევნო პლაკატები მარნეულის ქუჩებში

plakatebu

მარნეულის მოქალაქე აქტივისტებმა თანამოაზრეებთან ერთად საარჩევნო პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავება დაიწყეს. სამირა ბაირამოვა ოთხ თანამოაზრესთან ერთად სიმბოლურად მარნეულის გამგეობის წინ მივიდა და პლაკატები ბოძებიდან მოაშორა. აქტივისტებმა ნაგავი პოლიეთილენის პარკში შეაგროვეს. როგორც სამირა ამბობს, მათ სურთ “ცესკოს” წინადადებით მიმართონ, რომ მხოლოდ რამდენიმე ცენტარულ ადგილას მოხდეს წინასაარჩევნო ბანერების გაკვრა.

კანონის თანახმად , პარტიები ვალდებულნი არიან საკუთარი პლაკატებისგან ქუჩები არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში გაათავისუფლონ. ჩვენი კორესპოდენტი ნანა სისვაძე მარნეულის ქუჩებში გავიდა და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩატარებული პარლამეტის არჩევნების პლაკატები ნახა. თურან ისმაილოვი მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ 2016 წლიდან პალკატებისთვის „ქართული ოცნება“ არ დაჯარიმებულა, თუმცა სანქციები „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეკისრა.

წინასაარჩევნო პლაკატებისგან ქალაქის გაწმენდას მარნეულელი აქტივისტები რამდენიმე დღის განმავლობაში აპირებენ.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register