გადაცემა “ცნობიერება” – მარნეულის 2016 წლის ბიუჯეტი განხილვის პროცესშია
დღეს, 12 დეკემბერს, მარნეულის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი შედგება.
პროექტი პირველადი სახით მიმდინარე წლის 15 ნოემბერს წარედგინა საკრებულოს. 20 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე პროექტის განხილვისას გამოკვეთილი შენიშვნები აღინიშნა. სხდომის ოქმში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შენიშვნების ჩამონათვალის აღმასრულებელი ორგანოსთვის გადაგზავნის თარიღად 25 ნოემბერი შეირჩა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი შენიშვნების მეტად არგუმენტირებაზე აკეთებს აქცენტს და რადიო “მარნეულთან” საუბრისას იმედოვნებს, რომ განხილვები კონსტრუქციულად წარიმართება.
11 დეკემბერს მეორადად მოწოდებული პროექტი კვლავ განიხილება გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლების მიერ, – აცხადებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კოტე ბოჭოიძე.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი მუშაობის 10 წლიან გამოცდილებას აანალიზებს და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტის ამგვარი საქმიანი განხილვები პირველად მიმდინარეობს.
ავტორი: თამარ მჟავანაძე
გადაცემა “ცნობიერება” / რადიო “მარნეული”
12.12.2015 წ.
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments