დაქირავებული ტაქსი – გზა სკოლამდელი განათლებისკენ

qutliari

შახრი ბაბაევას ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს, 5 წლის სოფია და 4 წლის აილინი. ძირითადათ დროს ტელევიზორთან, მულთფილმების ყურებაში ატარებენ. ბაღში ვერ დადიან, რადგან სოფლეში საბავშო ბაღი არ არის. შახრი სკოლაში მუშაობს მასწავლებლად და როგორც ამბობს შვილიშვილებთან ბევრ დროის გატარების საშუალება არ აქვს, მაგრამ ცდილობს  სახლში ის ასწავლოს, რაც შეიძლებოდა  ბაღში ესწავლათ.

შახრას თქმით, შვილიშვილების ბაღში რომ ეტარებინა უკეთესი იქნებოდა. ქუთლიარში, საბავშვო ბაღი 1983 წელს  აშენდა. დღეს ბაღის შენობაში სამი ოჯახი ცხოვრობს.  ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ  შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 72 სოფელია, სადაც 13 მოქმედი საბავშვო ბაღია, 2 გახსნას  კი წლის ბოლომდე გეგმავენ. 13 ბაღიდან 5 მარნეულში და 8 სოფლებში მდებარეობს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register