ვალდებულებები და სანქციები ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებაზე
იმ ამვტომობილის მძღოლო, რომელსაც არ ექნება გავლილი პერიოდული ტექნიკური დათვალიერება დაჯარიმდება. 2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების პერიოდული დათვალიერება სავალდებულო ხდება. ჩვენ დავინტერესდით თუ რა ინფორმაციას ფლობნ მძღოლები ამ ფაქტის შესახებ და გამოკითხვა ჩავატარეთ.
როგორც გამოკითხვიდან ჩანს მძღოლების უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავუკავშირდით ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხმალაძეს, რომელიც ამბობს, რომ პერიოდული ტექნიკური დათვალიერება საქართველოშო 2004 წელს გაუქმდა იგი ტექნიკური დათვალიერების ამოქმედების შესახებ საუბრობს
როგორც ხმალაძე ამბობს, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს ეტაპოვრივად ჩაუტარდებათ.
მიხეილ ხმალაძის თქმით, მანქანების ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ტექნიკური დათვალიერება აკრედიტებულმა ტესტირების ცენტრებმა უნდა აწარმოონ , რომლებიც აკრედიტაციას ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში გაივლიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით მანქანები, რომლებიც ტექნიკურ დათვალიერებას არ გავივლიან 50 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეები 200 ლარით. რაც შეეხება ტექნიკური დათვალიერების ხარჯებს ზუსტი თანხა დადგენილი არ არის, თუმცა, როგორც მიხეილ ხმალაძე ამბობს დაახლოებით 60 ლარი იქნება. მისივე თქმით, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური დათვალიერებით ქუჩებში გაცილებით მეტი უსაფრთხო მანქანა იმოძრავებს, რაც ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებსა და გამონაბოლქვს შეამცირებს.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments