სამინისტროში დარეკვის შემდეგ გამთბარი სკოლა
ნათია მანია სოფელ სადახლოს სკოლის ქართული ენის მასწავლებელია, როგორც ამბობს 6 წელია ამ სკოლაში ასწავლის და ყოველთვის გათბობის პრობლემა აქვთ.
წელს საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლაში არსებლი პრობლემის შესახებ განათლების სამინისტროს შეატყობინა. ამას სოციალ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიც დაერთო.
ჩვენ მარნეულის რამდენიმე სკოლაში ვიმყოფებოდით, რომ გაგვერკვია ჩართეს თუ არა გათბობა. მესამე საჯარო სკოლაში მისულებს სისტემა გამორთული დაგვხვდა, თუმცა დირექტორის თქმით დილით ამინდის გაუარესების გამო ცოტა ხნით ჩართული ჰქონდათ.
მარნეულის მეექვე საჯარო სკოლაში გათბობა ჯერ არ ჩაურთავთ მეორე სკოლაში კი არ შეგვიშვეს.
მარეულის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ შეშის ღუმელები ჯერ არც კი დაუდგამთ.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ მათი მხრიდან არ არსებობს რაიმე მითითება სკოლებში კონკრეტულ დროს გათბობის ჩართვის ან გამორთვის შესახებ.
ეს სრულად სკოლის დირექციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments