78 წლის მოხუცის დასამტკიცებელი უმწეობა

78 წლის ეუბოვ მაგაუდის საცხოვრებელში დღეს ისევე წვიმს როგორც გარეთ. ის სოფელ არაფლოში ცხოვრობს რომელიც მარნეულიდან 24 კილომეტრში მდებარეობს. ერთ ოთახიან სივრცეში სამზარეულო და საძინებელი მხოლოდ პატარა მაგიდით არის გატიხრული. ოთახში სიცივე იგრძნობა. იატაკი ბეტონისაა. მოძველებური ფანჯრებიდან უბერავს. სიცივეების მიუხედავად შეშის ღუმელი ჯერ არ დაუდგამთ.
მუჰამად ეუბოვი თავს ქორწილებში მომღერლობით ირჩენდა. ასაკში შესულმა საქმეს თავი დაანება. მოხუცს 7 შვილი ჰყავს, თუმცა, როგორც მეზობლები ამბობენ არც ერთი ყურადღებას არ აქცევს. მუჰამადი ამბობს რომ შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ.
მისი 65 წლის მეუღლე ჩვენი მისვლის დროს სადილს ამზადებდა. ფერი ამბობს რომ თვითონაც და მაჰმუდიც მკურნალობას საჭიროებენ.
მოხუცი გვიყვება რომ თავს მხოლოდ პენსიით ირჩენს. 180 ლარის კომუნალურ ხარჯებზე, საჭმელზე და სამედიცინო საჭიროებებზე გადანაწილება ძალიან უჭირს. მახმუდ ეუბოვმა0 სოციალურ სამსახურს არაერთხელ მიმართა.
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ტატა გამყრელიძემ დაადასტურა რომ მაჰამედ ეუბოვმა პირველად დახმარების მისაღებად 2010 წელს მიმართა და სამჯერ იყო გადამოწმებული.
ეუბოვის თქმით მას ნანქანა უახლოესმა მეგობარმა ათხოვა რადგან სახსრების პრობლემა აქვს და გადაადგილება უჭირს. როგორც ტატა გამყრელიძემ თქვა ეუბოვის შემოწმებიდან ერთი წელი გავიდა და მას უფლება აქვს სოციალურ სამსახურს ხელახლა მიმართოს. ამ შემთხვევაში მოუწევს დაამტკიცოს რომ მანქანის მფლობელი არ არის და არც 7 შვილი ეხმარება.
marneulifm1106 Posts
0 Comments