მარტოხელა ლიდა ბებოს ცივი ზამთარი

lida

“ერთადერთი შვილი მყავს, ოთხი წელია არ მინახავს, მისი ჩახუტების მეტი ოცნება არ მაქვს” – ლიდა 

75 წლის ლიდა ბურნაძე ნაქირავებ ბინაში უკვე ოთხი წელია მარტო ცხოვრობს. ლიდას ისტორია მარნეულში არ დაწყებულა, თუმცა მისი სიბერე ამ ქალაქში  გრძელდება. ზამთარში მარტოხელა მოხუცს განსაკუთრებით მძიმე პერიოდი უდგას, მას პენსია მხოლოდ მედიკამენტებისა და საკვების საყიდლად ჰყოფნის, გათბობისთვის კი ფული აღარ რჩება. წელს პრობლემებს ფეხის ტკივილიც დაემატა.

lida bebo

ლიდა ბებო თავს მხოლოდ ტელევიზორის ყურებით და სახლის მცენარეების მოვლით ირთობს. ამბობს, რომ დიდი ხანია  სახლიდან სახლში თავის მწვანე მეგობრებს დაატარებს. მარნეულში ლიდას საცხოვრებლის შეცვლა სამჯერ მოუწია.

lida da misi mwvane megobari

ლიდას ერთი შვილი ჰყავს. ნონა უკვე 4 წელია საბერძნეთში მუშაობს და დედას იქიდან ეხმარება. როგორც ლიდა ამბობს, შვილი მოძალადე ქმარს გაექცა. ლიდა ბებოს უკვე სამი შვილიშვილი და შვიდი შვილთაშვილი ჰყავს. მიუხედავად ამისა, მარტო ცხოვრობს და მხოლოდ იმაზე ოცნებობს საკუთარი შვილს რაც შეიძლება მალე ჩაეხუტოს.

ლიდა გვიყვება, რომ ახალგაზრდობაში სილამაზით გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ 15 წლის ასაკში მოიტაცეს. პროფესიული განათლება არ მიუღია, სკოლაშიც შვიდი წელი ისწავლა, ოჯახის შექმნის შემდეგ კი მთელი ცხოვრება აფხაზეთში ჩაის კრეფით ირჩენდა თავს. 58 წლის იყო , როდესაც ქმარი გარდაეცვალა, მაშინ თეთრიწყაროს რაიონში ცხოვროდა. დღესაც საკუთარი ქმრის სიყვარულით ცხოვრობს, იხსენებს რომ მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მასთან ერთი კაციხელის სათხოვნელად მივიდა, ლიდა კი არ გაჰყვა.

24 თებერვალი ერთადერთი დღეა, როდესაც ის არადროს მარტო არ არის, მას 76 წელი ამ დღეს უსრულდება , ბებოს დაბადების დღეზე შვილიშვილები და შვილთაშვილები იკრიბებიან.  ლიდა ბებო ამ დღეს სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად ელოდება.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register