სწრაფადმოსიარულე სატვირთოები სოფელ თამარისში

tamarisi

სოფელ თამარისში შესვლისთანავე, მიუხედავად იმისა რომ გზაზე ასფალტია დაგებული, მოხრეშილ გზაზე სიარულის შთაბეჭდილება გექმნება. მიზეზი სოფლის ბოლოში მდებარე 3 ქვიშის კარიერია. ქვიშის კარიერებიდან ყოველდღიურად დასახლებულ პუნქტში რამოდენიმე სატვირთო ავტომობილი მოძრაობს. სატვირთო ავტომობილები თამარისის მთავარ ქუჩაზე გადაადგილდებიან, სადაც სკოლა, სკვერი, საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობის ძირითადი თავშეყრის ადგილებია განთავსებული. ზაფხულობით სოფლის მცხოვრებლებს სატვირთო მანქანების მტვერი, ზამთრობით კი ატალახებული გზა აწუხებთ. მარიამ სამხარაძე თამარისში სწორედ იმ ქუჩაზე ცხოვრობს სადაც კარიერიდან ქვიშით დატვირთული სატვირთოები მოძრაობენ.

23516206_874189562757480_728653706_o

ალტერნატიული გზა რომელზეც მარიამი საუბრობს თამარისი-ფარიზის დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამარ ხოფერია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი მომავალი წლისათვისაც არ გეგმავს გზის მოწყობას, რადგან მისი რეაბილიტაციისათვის 1 500 000 ლარია საჭირო, მუნიციპალიტეტისათვის კი ამ ეტაპზე ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციაა მეტად პრიორიტეტული.

photo 1 (1)

სატვირთო მანქანების პრობლემა არამარტო მარიამ სამხარაძეს, არამედ სოფლის მოსახლეობის უმეტესობასაც აწუხებს.

სატვირთო მანქანები, თამარისის სკოლის დირექტორის მაყვალა ხარეიშვილის თქმით საფრთხეს მოსწავლეებსაც უქმნიდა, რის გამოც სკოლის წინ ეგრედწოდებული მწოლიარე პოლიციელები დაამონტაჟეს.

23439668_874189576090812_1038837706_n

მაყვალა ხარეიშვილი ასევე იხსენებს, რომ რამოდენიმე წლის წინ, თამარისის სკოლის ყოფილმა დირექტორმა და სკოლის მოსწავლეებმა აქცია მოაწყვეს რათა სატვირთო მანქანებს სკოლის წინ აღარ ემოძრავათ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ასევე უშედეგოდ დასრულდა თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის, მირზა ჟორჟოლიანის მცდელობებიც.

photo 2 (1)

იმის გასარკვევად თუ რა სანქციებს უწესებს საპატრულო პოლიცია და უბნის ინსპექტორი ჩქარადმოსიარულე სატვირთოებს, ჩვენ სოფელ თამარისის უბნის ინსპექტორს დავუკავშირდით, რომელმაც ამ ეტაპზე ჩვენთან გასაუბრება არ ისურვა და შეხვედრა მომდევნო კვირისათვის შემოგვთავაზა.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register