მერის პირველი დღე მარნეულში
მარნეულის პირველი მერი, თემურ აბაზოვი, დღეს 13 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას შეუდგა. თემურ აბაზოვი გამგეობის თანამშრომლებს, დეპუტატებმა თამაზ ნავერიანმა, რუსლან ჰაჯიევმა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ამირან გიორგაძემ წარუდგინეს.
თემურ აბაზოვი გამგეობის თანამშრომლებს მიესალმა, მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და საკადრო ცვლილებებზე დაიწყო საუბარი.
რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, თუ ვინ იქნებიან მერის მოადგილეები? აბაზოვმა გვიპასუხა, რომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს სანამ მოადგილეებსა და თანამშრომლებს არ გაიცნობს.
მარნეულის პირველი მერი ასევე იმ პრიორიტეტული საკითხების შესახებაც გვესაუბრა რომლითაც მუშაობის დაწყებას გეგმავს.
მარნეულის პირველი მერი, თემურ აბაზოვი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მას მხარი ამომრჩეველთა 69,71%-მა დაუჭირა.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments