სამოქალაქო ბიუჯეტით 107 პროექტიდან 38 პროექტი დაფინანსდა
მარნეულის მუნციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში სამი წელია მოქალაქეები საკუთარი იდეების დაფინანსებას ცდილობენ. 2015 წელს პროექტის განხორციელება პოლონური ორგანზაციების დახმარებით დაიწყო და სამი წელია გრძელდება. წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შესული 107 განაცხადიდან 38 დაფინანსდა. თეონა ტყემალაძე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კოორდინატორი გვესაუბრება თუ რა მიიჩნია ადგილობრივმა თვითმმართველობამ პრიორიტეტულ მიმართულებებად.
სოფელ წერეთლიდან სამმა მოქალაქემ დაწერა პროექტი. ორი მათგანი გზის მონაკვეთების გაფართოებას და ტროტუარების დაგებას. პროექტის ავტორების თქმით, მანქანების გადაჭარბებული სიჩქარე და გზის ვიწრო მონაკვეთები განსაკუთრებით საფრთხეს ბავშვების სიცოცხლეს უქმნის. დაფინანსებული პროექტი კი ავტობუსის გაჩერებების მოწყობას ეხება. ტროტუარების მოწყობის შეასახებ პროექტის ავტორ ნანა ხარაძეს კი ვერ გაუგია თუ რატომ არ მიიჩნია მუნციპლაიტეტმა მისი პროექტი პირორიტეტულად, ვინაიდან ეს ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
მარნეულის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კოორდინატორის თეონა ტყემელაძის თქმით, სოფელ წერეთელში ცენტრალურ გზაზე ტროტუარების და გზის გაფართოების პრობლემის მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის კონპეტენციაში არ შედის, რადგან ეს გზა მუნციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის.
რადიო “მარნეული”
You may also like
0 Comments