კაჩაგანში მერის პირველი შეხვედრა კაცებთან შედგა

kachagani 3

თემურ აბაზოვმა პირველი გასვლითი შეხვედრა კაჩაგანში გამართა. მარნეულის ახალმა მერმა ადგილზე მოინახულა მიმდინარე სასმელი წყლის სარეაბილიტაციო პროექტი. 248 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი სასმელი წყლის დარჩენილი პრობლემის მოგვარების მიზნით. თემურ აბაზოვის თქმით, პროექტი იანვარში დასრულდება.

თემურ აბაზოვის კაჩაგანში მისვლამდე სოფლის ცენტრში ადგილობრივები შეიკრიბნენ. რადიო “მარნეული” მოსახლეობას ესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. უმრავლესობა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სარწყავი წყალი, საბავშვო ბაღი, შიდა გზები, ამბულატორიები მათთვის ის პრობლემებია, რაც მოუგვარებელია და სოფლის განვითარებას აფერხებს.

kacebi

ადგილობრივები ამ საკითხების დაყენებას აპირებდნენ შეხვედრაზე,თუმცა თემურ აბაზოვთან შეხვედრის დროს არ გაუჟღერებიათ. მიუხედავად ამისა, თემურ აბაზოვი აცხადებს რომ პრობლემები მოისმინა და მათ ეტაპობრივად გადაჭრის.

kachagani 2

შეხვედრაზე ერთადერთი შეკითხვა დასვა უკმაყოფილო მოსახლემ, რომელსაც დიდი ხანია მის სახლთან გადათხრილი გზა აწუხებს. თემურ აბაზოვი მას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

kachagani 1

კაჩაგში თემურ აბაზოვს მხოლოდ კაცები შეხვდნენ, შეხვედრაზე მისულების თქმით, მათი ცოლებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი მიზეზად სადილის კეთება მოიმიზეზა.

როგორ აღმოჩნდა მარნეულის მერი , თემურ აბაზოვიც ადგილობრივებს ეთანხმება და ამბობს, რომ ქალებს სადილი აქვთ გასაკეთებელი.

თემურ აბაზოვი, პარლამეტის დეპუტატ, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატ და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ კაცებს შეხვდა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით დარჩენილ ინფრასტრუქტურ პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register