ვაგონში მიღებული განათლება
სოფელ ჩანახჩამდე მისასვლელი გზა გრძელი აღმოჩნდა, ამავდროულად დამღლელიც, რასაც ცუდი გზის არსებობაც დაემატა. სოფელში მისულებს ჩვენი ყურადღება ეზოში მდგარმა ექვსმა ლურჯმა ვაგონმა მიიქცია, რომელიც სხვადასხვა საკლასო ოთახებად იყო დაყოფილი.
ბავშვები ათწუთიან შესვებებაზე გარეთ თამაშობდნენ, შემდეგ კი სკოლის ზარის ხმაც გაისმა და თავიანთ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. სკოლის დირექტორმა სამასწავლებლოში შეგვიყვანა.
სკოლას ახლა 17 მოსწავლე ჰყავს, როგორც დირექტრი ამბობს მათ სკოლას ძველად ორსართულიანი შენობა ჰქონდა, რომელიც სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგონ დაიგრა. ვაგონებში სასწავლო წლის დაწყება კი 2004 წლიდამ მოუწიათ. ძველი სკოლის შენობაში 100-ზე მეტი მოსწავლე ჰყავდათ. ბავშვების შემცირების მიზეზად მან მოსახლეობის სოფლიდან წასვლა დაასახელა. მათ ახლა 12 მასწავლებელი ჰყავთ უმეტესობა სომხურ ენაზე საუბრობს
როგორც დირექტორი ამბობს, ახალი სკოლის შენობისთვის განცხადებით განათლების სამინისტროს მიმართეს.
ჩვენ რამდენიმე კლასში საგაკვეთილო პროცეს დავესწარით
სკლასო ოთახებში ძველი ხის იატაკზე ღარების დასაფარად დიდი რკინის ნაჭრებია დაკრული
კედლებს კი მრავალი წლის ნახევრად ჩამოხეული შპალერი შემორჩენია
რანდენიმე კარს სახელურიც არ აქვს
ბავშვები დიდ და ლამაზ სკოლაზე ოცნებობენ. მერვე კლასში 3 მოსწავლე სწავლობს, ჩვენი მისვლისას მათ სომხური ენის გაკვეთილი ჰქონდათ.
სოფელ ჩანახჩის საკარო სკოლამ წელს ორი პირველკლასელი და-ძმა მიიღო. ბავშვები სპეციალური საჭიროების მქონენი არიან და მათ სპეც.მასწავლებელი არ ჰყავთ, როგორც დირექტორი ამბობს მულტიდისციპლინურ გუნდს ელოდებიან, რომ ბავშვები შეაფასონ.
მარნეულის რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი ამბობს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროში ერევნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში არსებობს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, მათ კი ნამდვილად აქვთ ინფომაცია სოფელ ჩანახჩის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შესახებ, მისივე თქმით მულტიდისციპლინური გუნდი მათთან ახლო მომავალში ჩამოვა.
სკოლის დირექტორი, მანანა მანუკიანი 32 წელია სოფელ ჩანახჩში მუშაობს . მან ერევენში დაამთავრა უნივერიტეტი ამ სოფელში კი განაწილებით მოხვდა, მას შემდეგ 29 წელია დირექტორად მუშაობს. მისივე თქმით ბავშვები სომხურს ,გერმანულს, ინგლსურსა და ქართულ ენებს სწავლობენ. მანანას ძალიან უყვარს თავისი საქმე და იმედს იტოვებს, რომ მათ ახალი სკოლა აუცილებლად ექნებათ.
სოფელ ჩანახჩი მარნეულის მუნიციპალიტეტის ახქერფის თემში მდებარეობს, სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს. ახლანდელ სკოლაში ცხრა კლასის განათლების მიღებაა შესაძლებელი თორმეტი კლასის დასამთავრებლად კი ბავშვებმა სოფელ ახკერპში უნდა იარონ.
რადიო „ მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments