“Кто за? кто против?” – მესამე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა

sxdoma 2

მარნეულის მე-3-ე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა. ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის მცირე დარბაზში დეპუტატების ნაწილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევმა და მისმა მოადგილე ვალერი მეტრეველმა ექვსი ძირითადი საკითხი, მათ შორის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები და ყველა ერთხმად მიიღეს. მესამე მოწვევის საკრებულოს სხდომას მარნეულის ახალი მერი, თემურ აბაზოვიც ესწრებოდა. თუმცა, მან სხდომა დასრულებამდე დატოვა.

საფინანსო საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, ვუგარ მამედოვმა მუნციპალიტეტის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. მისი თქმით, ხარჯების მუხლს საერთო ჯამში 101 ათასი ლარი დაემატა.

sxdoma1

ვუგარ მამედოვი სხდომაზე შეეხო ე.წ „ჭკვიანი კამერებისა“ მისი თქმით, კამერები მალი იანვრამდე დამონტაჟდება. მამედოვმა ჯარიმების ხარჯზე ბიუჯეტის გაზრდის შესახებაც ისაუბრა.

ვუგარ მამედოვის შემდეგ, საკრებულოს წევრმა ირაკლი ბურნაძემ 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართის მეპატრონის წერილის შესახებ გააკეთა მოხსენება. მისი თქმით, მოქალაქე მის საკუთრებაში არსებული ფართის წინ მანქანის გაჩერების ნიშნის დადგმას ითხოვს. მეწარმეს საშუალება არ აქვს ამკრძალავი ნიშნის გამო საკუთარი მაღაზიის წინ ე.წ „დისტრიბუციის“ მანქანები გააჩეროს. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება მანქანის გაჩერების ნიშანი დაამონტაჟოს ამ კონკრეტულ ადგილზე.

მარნეულის მესამე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაბი აბდულაევი საკრებულოს მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე მისი მთავარი დამსახურება მოქალაქეებზე ზრუნვაა.

საკრებულოს ბოლო სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმოამდგენელი დეპუტატი. მარნეულის მესამე მოწვევის საკრებულოში 33 დეპუტატი იყო, 8 ფრაქციით და 5 საკრებულოს კომისიით დაკომპლექტებული. ფრაქციებში დეპუტატები „პარტიული ნიშნით“ ერთიანდებიან და მათი მთავრი მოვალეობა პარტიული ინტერესების გატანაა საკრებულშო, ხოლო კომისიების მოვალეობაში მოსახელობის მოთხოვნების დამუშავება და საკრებულოს სხდომაზე მათი წარდგენა შედის. 2017 წლის 14 ნოემბრამდე საკრებულომ სულ 77 სხდომა გამართა, 5 ათასზე მეტი კორესპოდენცია, 140 დადგენილება 542 გადაწყევტილება მიიღო. ახალი, მე-4-ე მოწვევის საკრებულოში 33 დეპუტატისგან განსხვავებით 35 დეპუტატი იქნება, რაც გამოწვეულია იმით რომ ქალაქ მარნეულს არჩევნებში სამი კანდიდატი ჰყავდა. ახალი მოწვევის საკრებულოში  4 – ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარია წარმოდგენილი. როდის გაიმართება საკრებულოს სხდომა ახალი შემადგენლობით  საკრებულოს აპარატში ვერ გვისახელებენ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register