ადამიანების უმრავლესობა წიგნის კითხვის ჩასანაცვლებლად მარტივ გზას ირჩევს- გიორგი კეკელიძე

33

მაკა მენთეშაშვილი მარნეულელია. მას წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, თუმცა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო წიგნებისთვის მხოლოდ საღამოს თუ იცლის. ზაფხული კი წელიწადის ის დროა, როცა მას წიგნებისთვის მეტი თავისუფალი დრო აქვს

მაკამ სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დაიწყო წიგნების შეგროვება, ახლა სახლში პირადი ბიბლიოთეკაც აქვს და ცდილობს , რომ ახალ-ახალი წიგნები შემატოს.

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა შვიდი თვეა გაიხსნა თუმცა, მაკა დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ სტუმრობს.

მარნეულის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი მაია მენთეშაშვილი ამბობს, რომ ამდროისთვის 800-ზე მეტი მკითხველი ჰყავთ დარეგისტრიტებული, 2500-ზე მეტი წიგნია გატანილი ძირითადი მოთხოვნა კი მხატვრულ ლიტერატურაზეა.

მაკა მენთეშაშვილი სოფელ თაქალოში ქართული ენის მასწავვლებელიცაა, როგორც თავად ამბობს , ბავშვები კლასგარეშე ლიტერატურას ნაკლებად კითხულობენ.

ნიჰათიი ქუთლიარის სკოლის ,11 კლასის მოსწავლეა აღიარებს, რომ სკოლის საგნების გარდა წიგნებს არ კითხულობს.

ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენად აქტიურად კითხულობს მოსახლეობა წიგნებს, ამისათვის კი ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ.

საქაართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე პროექტ „ეკვილიმბრიუმის“ ფარგლებში საქართველოს ბევრ სოფელში ჩაადის. სოფლის სკოლებსა და ბიბლიოთეკებს წიგნებით ამარაგებს მისი აზრით მხატვრული ლიტერატურურის შეყვარება რთული საქმეა.

გიორგი კეკელიძეს თქმით , ადამიანების უმეტესობა წიგნის კითხვის მარტივ მეთოდს ირჩევს, ეს იქნება ინფორმაციის მიღების ინტერნეტ საშვალება თუ სხვადასხვა მედიები.

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register