“თამარისში დიდი სატვირთოები აღარ ივლიან” – თამარისის რწმუნებული

tamarisi

სოფელ თამარისში 20 ტონაზე მეტი წონის სატვირთოები აღარ იმოძრავებენ. ამის შესახებ რადიო „მარნეულს“ თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულმა, მირზა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

როგორც მირზა ჟორჟოლიანი ამბობს, კარიერმა რომელსაც 20 ტონაზე მეტი წონის ტრაილერები ემსახურება თამარისი-ფარიზის დამაკავშირებელი, ალტერნატიული გზის მოხრეშვის სურვილი გამოთქვა, რათა სატვირთოებმა ამ გზით ისარგებლონ და სოფელში შესვლა აღარ მოუწიოთ. ამავდროულად პატარა სატვირთოებიც აღარ გადაიტვირთებიან რათა ხრეში გზაზე არ გაიფანტოს და მოსახლეობას დისკომფორტი არ შეუქმნას. ჟორჟოლიანი ასევე ამბობს, რომ კარიერებთან ამდაგვარი მოლაპარაკება ადრეც ჰქონდათ.

როგორც ჟორჟოლიანი ამბობს კარიერები ადრეც გააფრთხილეს მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებდნენ სოფელ თამარისიში მოძრაობას. გააგრძელებენ თუ არა დიდი სატვირთოები დასახლებულ პუნქტში გადაადგილებას ეს ამჟამად მხოლოდ კარერის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

რადიო „მარნეულმა“ თამარისის მოსახლეობის თხოვნით, 5 დღის წინ, ამ თემასთან დაკავშირებით მოამზადა სიუჟეტი. სიუჟეტში მოსახლეობა სატვითოებისაგან გამოწვეული დისკომფორტის შესახებ საუბრობდა. როგორც სოფელ თამარისში მცხოვრებლნი ამბობდნენ, სატვირთოები დასახლებულ პუნქტში ყოველ 20 წუთში დადიოდნენ, იწვევდნენ ხმაურს, მოძრაობდნენ სწრაფად, გზაზე იყრებოდა ხრეში რის გამოც მოსახლეობას ზაფხულობით მტვერი, ზამთრობით კი ტალახი აწუხებდათ.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register