5 წლის ასმარას მეორე სიცოცხლე

y 2

5 წლის ასმარი სოფელ თაქალოში ცხოვრობს, ერთი წლის იყო, როდესაც დედამ სმენასთან დაკავშირებული პრობლემები შეამჩნია. მიუხედავად ამისა, ასმარის დედამ ქმარს შვილის მდგომარეობა დაუმალა. ამ მიზეზით, სპეციალისტის ჩარევა ასმარის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაბადებიდან ერთ წელში მოხდა. მაჰლუკა ისმაილოვა, ასმარის ბებია, იხსენებს, რომ მისი დაჟინებული თხოვნით, მშობლებმა ბავშვი ექიმთან მიიყვანეს. მაშინ დაისვა პირველი დიაგნოზიც, სრული სიყრუე.

23634778_939546896209799_184586952_n

” ვერ აღგიწერთ იმ განცდებს, როდესაც პირველად გავიგე რომ ჩემ შვილიშვლს არ ესმოდა. თავზარი დამეცა, მეგონა, რომ ჩემი ოჯახისთვის ყველაფერი დასრულდა. მაგრამ შემდეგ ექიმებმა დამამშვიდეს და მითხრეს, რომ შესაძლოა ასმარის მდგომარეობა ოპერაციით და სასმენი აპარატით გამოსწერებულიყო.  “

ასმარამა ორი წლის წინ პირველი ოპერაცია გაიკეთა, ცხრა თვის წინ, მეორე ოპერაციის შმედეგ  კი კოხლიარული იმპლანტი დაიმაგრა.  მაჰლუკა, ასმარის ბებია გვიყვება , რომ უკვე ექსვსი თვეა შვილიშვილს სამყაროს ხმა აპარატის დახმარებით ესმის.

“პირველ ოპერაციაზე არანაირი შედეგი არ იყო, არაფერი გამოვიდა. მეორე ოპერაცია დასჭირდა. ყველაფერი გაიწელა და გაუარესდა, რადგან ადრევე არ მივაქციეთ ყურადღება. ახლა სახელს რომ ვეძახით რეაქცია აქვს, გვიყურებს, მაგებინებს თუ რამე უნდა. ჯერ ერთი წელი არ არის რაც აპარატის აქვს და ერთი წლის შემდეგ სრულფასოვნად შეეჩვევა აპარატს, ხმებსაც დაარეგულირებს ექიმი და მერე უფრო კარგი შედეგი იქნება. ასმარას შემყურე მის მშობლებს მეტი შვილის გაჩენა არ უნდათ, ეშინიათ რომ იგივეს გადატანა მოუწევთ.”

ასმირას სპეციალური პედაგოგები სმენის დახვეწაში და ამეტყველებაში ეხმარებიან. ბებია და შვილიშვილი ყოველ დღე, 36 კილომეტრს სოფელ თაქალოდან ყიზილაჯლომდე „ადრეული ჩარევის ცენტრში“ მოსახვედრად გადის. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ასმარა სოციალიზაციას ახერხებს. აქ მასთან ერთად კიდევ ცხრა სმენადაქვეითებული ბავშვი რეაბილიტაციას გადის. თბილისდან მოწვეული სპეციალური პედაგოგი ქეთევან ქართველიშვილი ასმარას ამეტყველებაში ეხმარება და ამბობს, რომ ადრეულ ასაკში დიაგნოზის დასმა მდგომარეობას ყოველთვის აუმჯობესებს.

y5 y 3

ყიზილაჯლოში „ადრეული ჩარევის ცენტრი“ სამი წელა ფუნქციონირებს, დღეისათვის მათ ათი ბენეფიციარი ჰყავთ. ცენტრი სრულად 65 000 ლარით ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. სპეციალისტები აქ ადრეული ჩარევის პრაქტიკის პრობლემაზე საუბრობენ.  დღეს გახდა ცნობილი რომ 2018 წლის 1-ელი მარტიდან სამშობიაროები  ვალდებულები იქნებიან ახალშობილთა სმენის სკრინინგი განახორციელონ. პროგრამა 2007 წლიდან დღემდე მხოლოდ თბილისში და აჭარაში ფუნქციონირებდა.   ამ მიზნით დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენის“ ორგანიზებით კლინიკის წარმოამდგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის შესახებ „ველფეარ ფაუნდეიშენის” დირექტორ, სიმონ გაბრიჭიძეს ვესაუბრეთ.

მარტიდან მარნეულში დაბადებულ თითოეულ ახალშობილს სმენის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ. ასმარა ისმაილოვამ, რომელსაც სმენაზე რეაქციები დაბადებისას არ შეუმოწმეს, 5 წლის შემდეგ გაიგონა პირველი ბგერა. 5 წლის ასმარასთვის სამყაროს ხმების აღმოჩენა დაგვიანებით დაიწყო, თუმცა მოხდა და დღემდე გრძელდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register