ომბუდსმენი მარნეულის მერის სექსისტურ გამონათქვამს ეხმიანება

saxalxo damcveli

სახალხო დამცველი მარნეულის მერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სოფელ კაჩაგანის ცენტრში მასთან შეხვედრას ქალები იმის გამო არ ესწრებოდნენ, რომ რომ „ალბათ მეუღლეებს საკვებს უმზადებენ”.

“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალთა თანასწორობის მხრივ დღესაც ბევრი გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხია. ამის გათვალისწინებით, საზოგადოების თუ თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამყარებს არსებული დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული კი ქმნის საფრთხეს, რომ ქალები, მომავალში, სქესის გამო უფრო ხშირად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას. ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება ქალაქის მერის მხრიდან, რომელსაც, თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, მომავალი თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში” -ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მარნეულის ახალმა მერმა, თემურ აბაზოვმა 13 ნოემბერს კაჩაგნის მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. “ქართული ოცნების” არჩეულმა მერმა რადიოს ჟურნალისტის კითხვას თუ როგორ შეაფასებდა ის იმ ფაქტს, რომ ქალები მასთან შესახვედრად არ მივიდნენ შემდეგნაირად უპასუხა : “„ახლა შუადღეა და ალბათ მეუღლეებს საკვებს უმზადებენ“.

რადიო “მარნეულმა” აღნიშულის შესახებ მასალა 13 ნოემბერს გამოაქვეყნა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register