შეხვედრის დროს აბაზოვის მიერ დანახული ქალები ფოტო-ვიდეო მასალაში არ ჩანან

მარნეულის ახალმა მერმა, თემურ აბაზოვმა 13 ნოემბერს კაჩაგნის მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. “ქართული ოცნების” არჩეულმა მერმა რადიოს ჟურნალისტის კითხვას თუ როგორ შეაფასებდა ის იმ ფაქტს, რომ ქალები მასთან შესახვედრად არ მივიდნენ შემდეგნაირად უპასუხა : “„ახლა შუადღეა და ალბათ მეუღლეებს საკვებს უმზადებენ”.
აღნიშნულ თემაზე “ნეტგაზეთი” თემურ აბაზოვს დაუკავშირდა, მერი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
“იქ იყო შეკრებილი რამდენიმე მამაკაცი, დამხვდა ხალხი, რომელსაც შევხვდი. იმათთან ახლოს ქალბატონებიც ისხდნენ” – აღნიშნა თემურ აბაზოვმა
თემურ აბაზოვის “ნეტგაზეთთან” გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება თემურ აბაზოვი მარნეულის მერი / Temur Abazov (ვიდეო) -ის Facbook გვერდზე განთავსებულ ვიდეოს, სადაც ჩანს რომ იქ მხოლოდ სოფლის კაცები არიან მის შესახვედრად მისული. რადიო “მარნეულის” ფოტომასალასშიც ჩანს, რომ კაჩაგნიდან მერს კაცები შეხვდნენ.
0 Comments